სტომატოლოგთა საყურადღებოდ!
2017 წლის ენდოდონტიური გაზაფხული იტალიელ კოლეგებთან ერთად. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და კომპანია New Line Dental მეორე წელია მასპინძლობს რომის La Sapienza უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორს ჯანლუკა პლოტინოს და რომის Sacro Cuore კათოლიკური უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორს ნიკოლა გრანდეს.
პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ დავრწმუნდით, რომ Mtwo ფაილებით ჭეშმარიტად შესაძლებელია მრავალი ენდოდონტიური პრობლემის გადაწყვეტა - საქმე არხთა სისტემის პრეპარირებას და მათ საიმედო ობტურაციას ეხება. განვლილი ერთი წლის მანძილზე ქართველ სტომატოლოგებს დაგვიგროვდა VDW-ს ფაილებით მუშაობის გამოცდილება. გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და კითხვები ამ საქმის პროფესიონალებთან. წელს პროფესორების ნიკოლა გრანდეს და ჯანლუკა პლოტინოს მეორე ვიზიტზე მოკლედ კვლავ შევეხებით Mtwo ფაილებით მუშაობის კონცეფციას. ძირითადი აქცენტი კი Reciproc-ის ფაილების ( მათ შორის კი უახლესი Reciproc Blue) შესაძლებლობების გაზიარებაზე და არხთა ობტურაციაზე გაკეთდება. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ჩვენი საგაზაფხულო ენდოდონტიური ლექცია და პრაქტიკული კურსი Hands on.
მაშ ასე, 2017 წლის 11 და 12 მაისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, კომპანია New Line Dental, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი "უნიდენტი" გეპატიჟებათ რომის La Sapienza უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორის ჯანლუკა პლოტინოს და რომის Sacro Cuore კათოლიკური უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორის ნიკოლა გრანდეს საჯარო ლექციაზე და პრაქტიკულ, Hands on, კურსზე.
ლექციის და პრაქტიკული კურსის საფასურია:
15 აპრილამდე- ლექცია 120 ლარი, ლექცია და პრაქტიკული კურსი - 450 ლარი,
18 აპრილიდან 5 მაისამდე - ლექცია 160 ლარი, ლექცია და პრაქტიკული კურსი - 500 ლარი,
10 მაისის შემდეგ - ლექცია 180 ლარი.
რეზიდენტებისთვის ლექციის საფასური 15 აპრილამდე შეადგენს -80 ლარს, ხოლო 18 აპრილიდან 5 მაისამდე-100 ლარს.
რეგისტრაციისათვის მიმართეთ:
კომპანია New Line Dental, კომპანია VDW ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში - ანჟელიკა მელიკ- მარუტოვას 599 172 170, 599 973 498
დამატებითი ინფორმაციისა და მსურველთა ჩაწერისთვის საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მდივანს - თეა ჯანჯალაშვილს 599 176 757.
P.S. პრაქტიკულ, Hands on, კურსზე ადგილები შეზღუდულია. თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდური სამუშაო ადგილით და საჭირო ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით.