2017 წლის 19-25 მარტს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, „უნიდენტი“-ს დირექტორი, პროფესორი მარინა მამალაძე გაემგზავრება ქ. კიოლნში (გერმანია) კორპორაცია Ultradent-ის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში დასასწრებად და Ultradent-ის პროდუქციის კლინიკური გამოყენების პრეზენტირებისთვის.
ექიმ ხ. ჭონიშვილთან ერთად, რომელიც ამ კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, პროფესორი მ. მამალაძე დაესწრება ამ პერიოდში გამართულ მსოფლიოში უდიდეს სტომატოლოგიურ გამოფენას - IDS 2017.