სიახლეები

 
20-25 მარტს კიოლნმა ტრადიციულ მეგა შოუს „საერთაშორისო სტომატოლოგიურ გამოფენას - IDS-2017” უმასპინძლა. ეს საუკეთესო საშუალებაა ერთმანეთს შეხვდნენ, შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარონ, საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ, პრობლემებზე ისაუბრონ და ისინი გადაწყვიტონ დარგის კლინიკურმა კონსულტანტებმა, დისტრიბუტორებმა, დილერებმა და კორპორაციათა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
საქართველო წარმოუდგენელი რაოდენობის დელეგატით მონაწილეობდა. ჩვენთვის სასარგებლო იყო შეხვედრები კომპანიებთან: Kavo/Kerr; Leica; Gendex; Mani/Schulz; Bousch; Ormco; Tepe; aquapick; Kenda; Tecscan; - და კიდევ სხვა მრავალ კომპანიასთან.
აღსანიშნავია, რომ IDS-2017 დაწყებამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანმა და სტომატოლოგიურ სივრცეში უბადლო რეპუტაციის მქონე კორპორაცია Ultradent Inc.-მა  ლექციათა ციკლი და მასტერ კლასი მოაწყო.
„ჩემთვის ყოველთვის სიამაყის მომნიჭებელია Ultradent-ის საერთაშორისო დიდი ოჯახის წევრობა. თითქმის ყველა მათ ევროპულ Hands-on-ს ვესწრები ჩემს ერთგულ მეგობართან და კოლეგასთან, ხათუნა ჭონიშვილთან ერთად, რომელიც ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
შეუდარებელი იყო Ultradent-ის ლეგენდის, დენ ფიშერის ლექცია. პროფესორ კარლოს რამუსის ენდოდონტიამ კი მოლოდინს გადააჭარბა. ასიმეტრიული რეციპროკაციის ფილოსოფია ნამდვილად ყურადსაღებია. (იხ. სურ.)
კიოლნის შემდეგ რამოდენიმე ფაქტს დავაანონსებთ:
1.     2018 წელს სტუმრად გვეყოლება პროფესორი კარლოს რამუსი.
2.     უნიდენტს უახლესი 4 „ულტრადენტული“ აპექს-ლოკატორი აქვს.

პროფესორი მარინა მამალაძე.