სიახლეები

2017 წლის მაისი ერთ-ერთი ბედნიერი თვე იყო უნიდენტის ცხოვრებაში.

ჩვენი შენობის ახალ მე-4 სართულზე ახლებურ სტილზე მოეწყო ე.წ. ვინტაჟური სივრცე -UniDent Lounge .

ამ ტერიტორიაზე 7 და 12 მაისს ორი ძალიან საინტერესო მასტერ კლასი გაიმართა. პირველი -კომპანია Kavo-ს ოფიციალურმა სპიკერმა დიმიტრი ჩერნიმ დამსწრე საზოგადოებას ორთოპედიული მკურნალობის პროცესში, გამადიდებელი სისტემებით მუშაობის პროტოკოლი წარუდგინა და გარდა თავისი საკუთარი საინტერესო ვიდეო პრეზენტაციისა მსმენელებს საშუალება მისცა თავად ესინჯათ სტომატოლოგიური მიკროსკოპით (Leica) მუშაობის ნიუანსები.

ლექცია - მასტერ კლასი 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საინტერესო ინტერაქტივის პირობებში ჩაიარა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ მადლობა გადაუხადა სპიკერს და დამსწრე საზოგადოებას ამ მეტად დატვირთული, მაგრამ მაქსიმალურად ინფორმატიული დღისთვის.

მედიცინის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა რამაზ ორჯონიკიძემ და დიმიტრი ჩერნიმ დღის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. (იხ. სურ.)

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, საქართველოში კომპანია VDW-ს ოფიციალური წარმომადგენლობის, კომპანია New Line Dental-ის და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ორგანიზებით საქართველოში მოწვეული იყვნენ რომის La Sapienza და Sacro Cuore უნივერსიტეტების ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორები ჯანლუკა პლოტინო და ნიკოლა გრანდე.

მათთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდა და ლექცია-მასტერ კლასებზე დასწრების სურვილი გამოთქვა აღმოსავლეთ ევროპაში VDW-ს ოფიციალურმა მენეჯერმა ვიქტორ შტოპენკომ.

ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აუდიტორიაში ჩატარდა და არამარტო არხთა დამუშავების პროცესში VDW-ს ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებას მიეძღვნა, არამედ ფართოდ გაშუქდა ენდოდონტიის პრობლემატური საკითხები ზოგადად.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ.

განსაკუთრებული ინტერესით და ენთუზიით გამოირჩეოდა მეორე სამუშაო დღე, რომელიც უნიდენტ ლაუნჯში ჩატარდა. სტუმრები გააოგნა უნიდენტის ორიგინალურმა სალექციო სივრცემ და იმ შესაძლებლობამ, რომ ვიდეოდემონსტრაცია კვლავ ჩვენი სტომატოლოგიური მიკროსკოპ Leica-ს გამოყენებით ჩატარდებოდა.

მადლობას ვუხდი ჩვენს ორ არაჩვეულებრივ სტუმარს ჯანლუკას და ნიკოლას, კომპანია New Line Dental-ის ხელმძღვანელებს ანჟელიკას და სერგოს და რაც მთავარია უნიდენტის შესაშურად აქტიურ, ენერგიულ, შრომაში თავდადებულ და ჩემს დასაყრდენ ექიმ-სტომატოლოგებს, საინჟინრო და IT სამსახურს ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების არანაკლებ არაჩვეულებრივად ორგანიზებისთვის. აღნიშნა მარინა მამალაძემ სტუმრებთან დამშვიდობებისა და სერტიფიკატების გადაცემისას. (იხ. სურ.)