როგორც ვიუწყებოდით, დღეს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ლაუნჯში ჩატარდა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა მამალაძის საჯარო ლექცია „ენდოდონტიური პათოლოგიების, გრანულომების და კისტების დიფერენციაცია და მართვა.“
მე-4 სართულზე საკმაოდ ბევრმა, ინტერესით აღსავსე მსმენელმა მოიყარა თავი, რომელთა შორის ბევრი ქირურგი და ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი იყო. მათ არაერთი კითხვა დასვეს და ლექციაც სავსებით საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმით და მსუბუქი ლანჩით დასრულდა. (იხ. სურ.)