2017 წლის 14-18 ივნისს ლონდონში იმართება სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (ICD) 62-ე კონგრესი. როგორც ყოველთვის ამ კონგრესს ესწრება ამ ორგანიზაციის წევრი, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე. წელს ICD ლონდონის კონგრესზე ჩვენს კოლეგას, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ლია სანოძეს, წევრად მიიღებენ.
ჩვენს გუნდს მშვიდობიან და წარმატებულ მოგზაურობას ვუსურვებთ.