სიახლეები

როგორც უკვე დავაანონსეთ, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი ლია სანოძე იმყოფებოდნენ ICD ევროპული სექციის 62-ე სხდომაზე, ლონდონში. მარინა მამალაძე და ნათია ნიჟარაძე დიდად გულშემატკივრობდნენ ICD -ში ახალი წევრის, ჩვენი კოლეგის და მეგობრის ლიკა სანოძის მიღებას.

ჩვენი მეგობრები შეხვდნენ ICD ევროპული სეგმენტის პრეზიდენტს შ.ფარელს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგენტს ტ. იუჩეკს, ყოფილ რეგენტს ლ.მარიოს და ტ.ფენის.

კონფერენცია სამეცნიერო დღესაც მოიცავდა, რომელიც წელს სრულიად განსხვავებულ, მულტიდისციპლინურ ჭრილში ჩატარდა.

ლონდონის ტურმა და მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებამ წარმატებულად ჩაიარა.

მომავალ შეხვედრამდე ჟენევაში ICD 63! (იხ. სურ.)