სიახლეები

2017 წლის 3 ივლისს 10 სთ-ზე, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ, უნიდენტის ლაუნჯში, მომავალი ყველა სპეციალობის რეზიდენტთათვის, გაიმართა ღია კარის დღე.

მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, დიპლომირებული სტომატოლოგიის ხარისხის მინიჭება საზეიმოდ აღნიშნეს, ღია კარის დღეზე პრაქტიკულად ყველა გამოცხადდა.

პროფესორმა მარინა მამალაძემ, როგორც ყოველთვის, წელსაც მომავალ რეზიდენტებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და გააცნო საქართველოში, რეზიდენტურაში ექიმთა მომზადების უძველესი და პირველი საგანმანათლებლო სისტემის, უნიდენტის რეზიდენტურის სტრუქტურა, ვალდებულებები, მოთხოვნები და სიკეთეები. (იხ. სურ.)