ჩვენი რეზიდენტებისთვის დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული, რომ კლინიკის ექიმი და რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელი თეა ჯანჯალაშვილი მათ წარუდგენდა პრეზენტაციას გენგიგელის გამოყენებაზე პაროდონტოლოგიაში. სწორედ ამიტომ 31 ოქტომბერს უნიდენტის ლაუნჯ აუდიტორიაში თავი მოიყარა უნიდენტის და თსსუ-ს რეზიდენტებმა.
შესავალი სიტყვით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ გააცნო აუდიტორიას შეკრების მიზეზი, წარუდგინა სპიკერი და წარმატება უსურვა პრაქტიკულ საქმიანობაში.
სასიამოვნო სიურპრიზად იქცა ის, რომ ყველას-80 რეზიდენტს საჩუქრად გადაეცა გენგიგელის კონტეინერი. დარწმუნებული ვართ, რომ ამგვარ „პრეზენტს“ ბევრი ექიმი ისურვებდა, აღარაფერს ვამბობთ რეზიდენტებზე. (იხ. სურ.)