ამა წლის 10-11 ნოემბერს, ჩვენი კლინიკის სამმა ექიმმა: ნინო ხუხუნაიშვილმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა დეა ვადაჭკორიამ და მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ასისტენტ პროფესორმა ეკატერინე ბეშკენაძემ მონაწილეობა მიიღეს ქ. ვენაში (ავსტრია) გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში - Competence in Esthetics 2017 - ღიმილის ციფრული დიზაინი, CAD/CAM სტომატოლოგია და იმპლანტოლოგიის აქტუალური საკითხები.
სიმპოზიუმის პროგრამა და თემატიკა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ერთი მხრივ თავი მოიყარეს ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და ბრწყინვალე სპიკერებმა, მეორე მხრივ კი გაშუქდა საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ რესტავრაციულ ოდონტოლოგიაში. (იხ.სურ.)