სიახლეები

2017 წლის 7-10 დეკემბერს უკრაინაში ჩატარდა უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის მე-3 კონგრესი.

აკადემია აერთიანებს სტომატოლოგთა საკმაოდ კომპაქტურ წრეს. მათ ვისაც აქვს სწავლების, სწავლის, ცოდნის მიღებისა და გადაცემის სურვილი, ვისაც უნარი შესწევს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე წარსდგეს ლექციებით, ქონდეს საინტერესო პრეზენტაცია, ჩაატაროს მასტერ კლასი, ვორქშოპი ან სემინარი.

ეს განასხვავებს პროფესიულ აკადემიას დარგობრივი ასციაციებისგან.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე, უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის (УАЭС) წევრია დღიდან მისი დაარსებისა.

წლევანდელ კონგრესს მან წარუდგინა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ენდოდონტიის კონცეპტუალურ საკითხს, რომელსაც შემდგომში დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს - კბილის ფესვთა არხების მორფოლოგიის თავისებურებები, მისი სხვადასხვა მეთოდით პრეპარირების შემდეგ.

კონგრესის ფარგლებში პროფესორი მარინა მამალაძე შეხვდა ესთეტიკური სტომატოლოგიის ევროპული ფედერაციის პრეზიდენტს დევიდ კლეფს, ასოციაციის დამფუძნებელს და ფასთ-პრეზიდენტს - სერგეი რადლინსკის, ახლად არჩეულ პრეზიდენტს - ანდრეი პეშკოს და 2020-2021წწ. კადენციის მომავალ პრეზიდენტს სტანისლავ გერანინს და მომავალი საქმიანი ურთიერთობები დასახეს.

ქ. კიევის ბოგომოლეცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ბიდენკოსთან ერთად დაიგეგმა მომავალი საქმიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმატი. (იხ. სურ.)

GDPA-ს წევრები და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები მოვემზადებით მომავალი წლის კონგრესში ღირსეული მონაწილეობისთვის.