სიახლეები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე 26 თებერვლიდან 2 მარტამდე იმყოფებოდა ჯორჯიის შტატის ქ. ატლანტის, ემორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. მისი ვიზიტის მიზანი, წესით, საქართველოში სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამის შემქმნელის, საქართველოს საპატიო მოქალაქის, პროფესორ კენეტ ვოლკერის იუბილეზე დასწრება და ემორის უნივერსიტეტში მედიცინის სკოლაში ახლად შექმნილი კლინიკური უნარების ცენტრის დათვალიერება იყო.

სამწუხაროდ პროფესორი ვოლკერი გარდაიცვალა და იუბილის ნაცვლად მისი ხსოვნის გრანდიოზული საღამო მოაწყო უნივერსიტეტმა.

ამ სამწუხარო ფაქტის მიღმა საინტერესო აღმოჩნდა უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრში ვიზიტი, სადაც მარინა მამალაძისთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა კომუნიკაციის უნარებში სტუდენტთა ცოდნისა და უნარების შეფასების ამერიკული გამოცდილება.

ამჟამად კლინიკა უნიდენტში მიმდინარეობს რეზიდენტთა შეფასების კრიტერიუმის შედგენა და მომავალში განხორციელება.