სიახლეები

 

2018 წლის 31 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგისVI გაერთიანებული კონგრესი გაიმართა.კონგრესის ორგანიზატორი საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა იყვნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ესთეტიკური მედიცინისა და ესთეტიკური სტომატოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლები.

კონგრესის პირველი მომხსენებელი  თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იყო. მოხსენება „კბილთა ენდოდონტიური მკურნალობა-ესთეტიკური რესტავრაციის გარანტი თუ თავისთავად ესთეტიკა!“ - შეეხო კბილთა ესთეტიკური რესტავრაციების მნიშვნელობას ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ და პირიქით ხარისხიანი და ესთეტიკური მკურნალობის გავლენას კბილთა რესტავრირების ვიზუალზე. მოხსენება დასრულდა საინტერესო კლინიკური შემთხვევის დემონსტრირებით, რომელიც კბილის ტრავმაზე 8 წლიან დაკვირვებას ეფუძნებოდა. აუდიტორიისათვის საინტერესო გამოდგა თსსუ-ის კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის ასოცირებული პროფესორის, დეა ვადაჭკორიას პრეზენტაცია თემაზე: „მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციებისთვის მართებული კერამიკის შერჩევა“. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას ჰქონდა მრავალი კითხვა, რამაც კონგრესის მსვლელობა უფრო საინტერესო გახადა. ასევე საინტერესო იყო თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის  ასისტენტ-პროფესორის თეა ზერეკიძის მოხსენება თემაზე: „ორთოგნათიული ქირურგიის საჭიროება დენტოფაციალურ-ორთოდონტული პათოლოგიების მართვაში“. (იხ. სურ.)

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. ღონისძიების პროგრამა წინასწარ დამტკიცებული იყო თსსუ უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოზე და მინიჭებული ჰქონდა 5I-ტიპის უპგ ქულა. განსაკუთრებით სასიამოვნოიყო კონფერენციის კულტურული ნაწილი, რომელიცმხატვარ ეკატერინე თუხაშვილის ნახატებით იყო წარმოდგენილი.