სიახლეები

2018 წლის 13 აპრილს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები დაესწრნენ, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და კომპანია BERLIN-CHEMIE/MENARINI-ის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციას, თემაზე: „ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში“.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე.

სპიკერები ძალზედ საინტერესო ფორმატით წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმმა, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა წარმოადგინა „ტკივილის მართვის 3D პრინციპი სტომატოლოგიაში - მკურნალობის სტრატეგია“, ხოლო პროფესორმა მარინა მამალაძემ დეტალურად განიხილა თემა - „ფარმაკოუსაფრთხოება -ახალი მონაცემები და დასკვნები ნიმესულიდზე“.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ნინო წილოსანი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გალაქტიონ მახვილაძე.

კონფერენცია საინტერესო დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, არამარტო დამსწრე საზოგადოება, არამედ ფარმაცევტული კომპანია BERLIN-CHEMIE/MENARINI-კომპანიის წარმომადგენლებიც.

საღამო  სერტიფიკატების გადაცემით და სასიამოვნო ვახშმით დასრულდა. (იხ. სურ.)