სიახლეები

15-დან 24 აპრილის ჩათვლით სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე და ამავე კლინიკის ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნათია ნიჟარაძე იმყოფებოდნენ პოლონეთის ქ. ლუბლინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ERASMUS PLUS-ის მიერ დაფინანსებული პროგრამით.

ამ ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრა ჰქონდათ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან და ვიცე დეკანთან, უნივერსიტეტის რექტორთან და პრაქტიკული უნარჩვევების ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

ამ პერიოდში ლუბლინის უნივერსიტეტის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, გაიმართა მე-11 სტომატოლოგიური კონფერენცია და სამედიცინო განათლების მე-20 კონფერენცია.

ჩვენმა დელეგაციამ ორივე ღონისძიებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. პროფესორმა მარინა მამალაძემ,სამეცნიერო კონფერენციას წარუდგინა მოხსენება- სხვადასხვა ტიპის ირიგანტების გავლენა არხის კედლების Smear Layer -ის მოცილებაზე. ხოლო სტომატოლოგიის ფაკულტეტის წევრებს კი ესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ,უნიდენტში სწავლებისა და ცოდნის შეფასების სტრუქტურირებულ მეთოდებზე.

სასიამოვნო ფაქტია ისიც,რომ მარინა მამალაძეშეხვდა ლუბლინში მივლინებულ თსსუ-ს სტუდენტებს და ასევე ლუბლინის სტომატოლოგიის ფაკულტეტის იმ სტუდენტს, რომელმაც ზაფხულში სტაჟირება უნიდენტში გაიარა. (იხ. სურ.)