სიახლეები

16 ივნისს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ, უნიდენტში გაიმართა ღია კარის დღე მომავალი რეზიდენტებისთვის. როგორც ყოველთვის, უმაღლესი აქტივობა შეიმჩნეოდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა.

წელს პირველად ღია კარის დღეზე ერთმანეთს შეხვდნენ უნიდენტის მიმდინარე და მომავალი რეზიდენტები, რითაც ახალ შემადგენლობას საშუალება მიეცათ უნიდენტში მზადება რეზიდენტული თვალით დაენახათ.

ღია კარის დღეს ესწრებოდა თითქმის ყველა ლოკალური ხელმძღვანელი, რომელთათვის ეს დღე ყოველთვის დიდმნიშვნელოვანია. (იხ. სურ.)