სიახლეები
ამა წლის 15-16 ივნისს, ჩვენი კლინიკის ორმა ექიმმა: ნინო ხუხუნაიშვილმა და მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა დეა ვადაჭკორიამ და ასევე უნიდენტის რეზიდენტურის კურსდამთავრებულმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის აქტიურმა წევრმა, სტომატოლოგიური კლინიკა - ბიოდენტის ხელმძღვანელმა, ანა მაკალათიამ მონაწილეობა მიიღეს ქ. რომში (იტალია) გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე International Expert Symposium – 2018. სიმპოზიუმის პროგრამა და თემატიკა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ერთი მხრივ თავი მოიყარეს ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და ბრწყინვალე სპიკერებმა, მეორე მხრივ კი გაშუქდა საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ რესტავრაციულ ოდონტოლოგიაში. (იხ. სურ.)