სიახლეები

ამაწლის 21-25 ივნისს ქ. ჟენევაში სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 63-ე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ სტომატოლოგიის კლინიკა დასასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე და ამავე კლინიკის ექიმი, ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი ლიკა სანოძე. ისინი ყოველწლიურად საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ.(იხ. სურ.)