20-23 ივნისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები: რამაზ ორჯონიკიძე, თეა ჯანჯალაშვილი, ხატია გოგიშვილი, თეონა ცინცაძე და ნინო გოგებაშვილი იმყოფებოდნენ პაროდონტოლოგიურ კონგრესზე EuroPerio9 ქალაქ ამსტერდამში (ნიდერლანდები), სადაც წარდგენილი იყო ამერიკის პაროდონტოლოგთა ასოციაციის (AAP) და ევროპის პაროდონტოლოგთა ასოციაციის (EFP) ერთობლივი ნამუშევარი პაროდონტის კომპლექსის და პერიიმპლანტიტების დაავადებათა და მდგომარეობათა ახალი კლასიფიკაცია. (იხ. სურ.)