სიახლეები

2018 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი -2018“-ის ფარგლებში, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია - „კბილთა ტრავმული დაზიანებებისა და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემების რაციონალური მართვა“.

ლექცია განსაზღვრული იყო მსმენელთა ფართო აუდიტორიისთვის, რადგან პრობლემა, რომელსაც ეძღვნებოდა პრეზენტაცია თანაბრად აღელვებს სტომატოლოგიის ყველა სპეციალობის წარმომადგენლებს, რაც მომავალში ასევე გასათვალისწინებელი იქნება დამწყები სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის.

პრეზენტაციის კონკრეტული თემატიკა ტრავმებით დაზიანებულ კბილთა ესთეტიკური რესტავრაცია იყო. ქალბატონი მარინა დეტალურად შეეხო ენდოდონტიური მკურნალობის ესთეტიკას, ესთეტიკური ენდოდონტიის როლსა და მნიშვნელობას, მის გავლენას კბილთა რესტავრაციის ხარისხზე.

პრეზენტაცია საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვით დასრულდა. (იხ. სურ.)