სიახლეები

 

2018 წლის 9-11 ოქტომბერს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი თეა ჭუმბურიძე და თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლიკა სანოძე, საქართველოში მოღვაწე სტომატოლოგებთან ერთად, კომპანია COSWELL-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ქ. ბოლონიაში (იტალია).

ისინი დაესწრნენ COSWELL ACADEMY-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, დაათვალიერეს კომპანიის საწარმო (ავტომატიზირებული, მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობით) და INCO-ს ლაბორატორია, სადაც მზადდება მაღალი ხარისხის, ინოვაციური პროდუქცია. ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული კომპანიის მიერ წარმოებული პირის ღრუს მოვლის საშუალებების მოქმედების მექანიზმი.

იტალიის ტურმა და ღირსშესანიშნაოებების დათვალიერებამ სასიამოვნოდ  და წარმატებულად ჩაიარა.

ქართველი სტომატოლოგების სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომპანია COSWELL-ს და კომპანია PSP-ს ამ საინტერესო, ინფორმაციული და სასიამოვნო დღეებისთვის. (იხ. სურ.)