სიახლეები

2018 წლის 25-28 ნოემბერს პროფესორი მარინა მამალაძე, დეა ვადაჭკორია და ნინო ხუხუნაიშვილი იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ ბეტინჰაიმ-ბისინგემში, კომპანია Dürr Dental-ის აკადემიაში ვექტორის აპარატით პაროდონტის კომპლექსის მკურნალობის საჭირბოროტო საკითხების გასაცნობად.

ნაყოფიერი გამოდგა სპიკერების ანდრეი რენცის და ვიქტორია რაევსკაიას პრეზენტაციები. განსაკუთრებით ცხოველი ინტერესი გამოიწვია ვექტორის სისტემის აპარატის მუშაობის დეტალებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ საუბარმა.

სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ მკურნალობის დემონსტრაცია თითოეული მსმენელისათვის შერჩეულ ინდივიდურ სამუშაო ადგილზე მოხდა.

და ბოლოს საჭირო და სასარგებლო ვიზიტი სასიამოვნო იმანაც გახადა, რომ აკადემიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამი დეპარტამენტის თანამშრომლები, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის, Hbi-dentImplant-ის ექიმები და ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ. (იხ. სურ.)