სიახლეები

სიახლე უნიდენტში! პირველად რეზიდენტურის 22 წლიანი არსებობის მანძილზე, რეზიდენტთა გამოშვება და ფინალური ბანკეტი სწორედ უნიდენტშივე გადავიხადეთ მის უკვე ყველასათვის ცნობილ ლაუნჯში.

აგრეთვე სასიამოვნო სიურპრიზი იყო, პირის ღრუს ქირურგიაში გადამზადების უფასო კურსის გათამაშება, რომელიც წილად ხვდა უნიდენტის მე-1000-ე რეზიდენტს. ეს უკანასკნელი კი გახდა 2018 წლის ბედნიერი და უსაზღვროდ გახარებული გიორგი დემეტრაშვილი.

უნიდენტი, უკლებლივ ყველა თავის კურსდამთავრებულს წარმატებას და წინსვლას უსურვებს ცხოვრების გზაზე. (იხ. სურ.)