სიახლეები

2019 წლის 2-3 მაისს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტის საიუბილეო 25-ე წელს, ჩვენი ტრადიციული ენდოდონტიური კონფერენცია, ასევე მნიშვნელოვან თარიღს, ცნობილ გერმანულ კომპანია VDW-ს 150 წლისთავს დაემთხვა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი პროფესორ ენრიკო კასაის ლექცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საბჭოების დარბაზში ჩატარდა. როგორც ყოველთვის აუდიტორია მეტი იყო ვიდრე სავსე და თემატიკა ევროპაში ჯერ კიდევ უცხო ახალ სისტემას VDW Rotate-ს მიეძღვნა.

მეორე დღეს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში, ტრადიციულად, როგორც ყოველ წელს გაიმართა მასტერ კლასი, აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ენდოდონტიური ინსტრუმენტებით. (იხ. სურ.)

მადლობა:

-         ამ ორი არაჩვეულებრივი დღის ორგანიზატორებს

-         თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

-         ჩვენს მეგობარ კომპანია New-Line Dental-ს, VDW-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში

-         საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულ ასოციაციას

-         სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტს

-         განსაკუთრებული მადლობა, ენდოდონტიური კონფერენციების მუდმივ თარჯიმანს, ჩვენი კლინიკის ექიმ სტომატოლოგს, აწ უკვე VDW-ს ოფიციალურ სპიკერს საქართველოში, მაია ლომსიანიძეს გაწეული შრომისა და არაჩვეულებრივი პრეზენტაციისთვის.

-         ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელოვანი უნიდენტის ერთგულ და თავდადებულ საორგანიზაციო ჯგუფს ორი დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში გაწეული შრომისთვის:

- თეა ჯანჯალაშვილს

- მაკა კოპალიანს

- თამთა ჯიქიას

-         ასევე ჩვენს რეზიდენტებს:

- თათია ჭანკვეტაძეს

- ლანა ბესელიას

- ანა მახარაშვილს

- ნათია მჭედლიძეს