თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მ. მამალაძის ვიზიტი ბოლონიაში (იტალია) ადჰეზიური სტომატოლოგიის საერთაშორისო აკადემიისა და იტალიის ოდონტოლოგიისა და კონსერვატიული სტომატოლოგიის აკადემიის ერთობლივ კონგრესზე, კბილთა ცვეთა - სტომატოლოგიის პრობლემა და მისი გადაჭრის ადჰეზიური გზა.
კონგრესი გაიმართა ამა წლის 9-11 მაისს.
პროფესორმა მ. მამალაძემ კონგრესს წარუდგინა მოხსენება „კბილთა ფესვის არხების ობტურაციის ხარისხის შეფასება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით“.
კონგრესის ფარგლებში გაშუქდა ესთეტიკური სტომატოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხი, პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციებით კბილთა ანატომიისა და ფუნქციის რეაბილიტაცია მათი ცვეთის პირობები.
აღსანიშნავია ის, რომ მოხსენებათა თეზისები საერთაშორისო პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნდება -Journal of Adhesive Dentistry. (იხ. სურ.)