სიახლეები

 2019 წლის 15-16 მაისს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი-პაროდონტოლოგი თეა ჯანჯალაშვილი დაესწრო  პერიოპლასტიკური ქირურგიის ლექციასა და მასტერ-კლასს, რომელსაც უძღვებოდა Cum Laude -ს (ვენესუელა) და Hurzeller Zuhr Institute (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკების პერიოპალსტიკური ქირურგი, ლათინური ამერიკის  MIS Experience-ს  და დოქტორ ერიკ ვან დურენის (ბელგია) კვლევითი გუნდის წევრი, 25 ქვეყნის სპიკერი, მუკოგინგივალური და ღრძილოვანი ღიმილის ქირურგიის საკუთარი ტექნიკის და მეთოდების შემქმნელი დოქტორ Gerardo Jose Chacon-ი. (იხ. სურ.)

კონფერენციაზე განხილული იქნა ქირურგიის მნიშვნელოვანი საკითხები:

-        ერთეული და მრავლობითი რეცესიების რთული შემთხვევების გადაჭრა,

-        სხვადასხვა მიკროქირურგიული ტექნიკის და მიდგომის ათვისება,

-        შემაერთებელქსოვილოვანი ტრანსპლანტანტებით მუშაობის ტექნიკის ათვისება,

-        ღრძილოვანი ღიმილის მოცილება ქირურგიული მეთოდით.