სიახლეები

29 ივლისს, დაგვიანებით, მაგრამ დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე.

გვინდა მივულოცოთ მას ეს დღე. მას - ნამდვილ „თბილისელს“, ძირძველ, ისტორიულ უბანზე მოსახლეს, ენერგიულს, სახელოვანს, მითქმა-მოთქმისა და სჯა-ბაასის საგანს, სტომატოლოგიური მომსახურებისა და დიპლომისშემდგომი განათლების ფლაგმანს და უბრალოდ ლამაზი, თავმოყვარე და თავმომწონე გოგო-ბიჭების მოღვაწეობის ადგილს. 

დაე, მას ჰქონდეს ხანგრძლივი და ნათელი გზა საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის არც თუ ისე მარტივ ასპარეზზე.

საღამო თავიდან ბოლომდე მოფიქრებული, დაგეგმილი და შესრულებული იქნა უნიდენტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მინდა ამ გემოვნებით მოწყობილი დღესასწაულისთვის მადლობა ვუთხრათ მათ: დეა ვადაჭკორიას, ნინო ხუხუნაიშვილს, მაია ლომსიანიძეს, მაკა კოპალიანს, თეა ჯანჯალაშვილს, ნინი სვანიშვილს და გოგა გუჯაბიძეს. (იხ. სურ.)