სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, თავის რეზიდენტებისთვის, უკვე მერამდენე წელია, ტრადიციულად, წელიწადის ულამაზეს პერიოდში - შემოდგომაზე ექსკურსიას აწყობს. წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი და „ყვითელი ფოთლების ხალიჩა“ 70-ზე მეტმა რეზიდენტმა ჰაერში დაატრიალა.
ამჯერად გეზი ქართლისკენ აიღეს და მოინახულეს ძამას ხეობა თავისი ისტორიული ეკლესია - მონასტრებით: მზოვრეთის მამათა მონასტერი, ორთუბნის დედათა მონასტერი და ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი.
კულტურული ღონისძიება დაგვირგვინდა იქვე ბუნების წიაღში მოლხენით და ცეკვა - თამაშით. აბსოლუტურად ყველამ გამოხატა უდიდესი კმაყოფილება და სიამოვნება ამ ერთი ულამაზესი შემოდგომის დღით და გულწრფელი მადლობა გადაუხადა თავიანთ უსაყვარლეს უნიდენტს.
P.S. რეზიდენტების უსაფრთხო მგზავრობასა და მათ გახალისებაზე პასუხისმგებლობა მაკა კოპალიანმა, მედიკო შავლაძემ და ბექა გოგინაშვილმა აიღეს. (იხ. სურ.)