სიახლეები

2019 წლის 8-9 ნოემბერს, საქართველოს სტომატოლოგიურ დილერთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის ზღვის პლაზაში მოეწყო გრანდიოზული შოუ-გამოფენა. გამოფენის ფარგლებში, სადაც საქართველოში აკრედიტებული თითქმის ყველა სტომატოლოგიური სადისტრიბუციო ფირმა ღებულობდა მონაწილეობას გაიმართა კლინიკური კონფერენცია, რომელიც სტომატოლოგიის თითქმის ყველა საინტერესო სფეროს მიეძღვნა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ჩვენი ყურადღება პირველი მოხსენებისკენ იყო მიმართული.
სტომატოლოგიის კლინიკა და საწასვლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელმა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ აუდიტორიას წარუდგინა, საქართველოში კომპანია VDW-ს ლიცენზირებული ტრენერი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი, რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი მაია ლომსიანიძე, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა ყველაზე პრობლემირი საკითხების გადაჭრის გზები,რაც ენდოდონტიას ეხება. ბუნებრივია 1 საათიან ლექციაში წარმოუდგენელია ყველა საკითხი მოსწრებოდა და თემებმა გაგრძელება ჰპოვა UniShop-ისა და VDW-ს საგამოფენო სტენდებთან, New Line Dental-ის მიერ ორგანიზებულ ლაუნჯ სივრცეში, სადაც მაია ლომსიანიძემ 2 დღის განმავლობაში მოახდინა სხვადასხვა სისტემებით კბილთა ენდოდონტიური დამუშავების ლაივ დემონსტრაცია.
2 დღეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც საფუძველი დაუდო მასტერ-კლასების სერიას, რომლის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. (იხ.სურ.)