სიახლეები

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტი მადლობას უხდის თავის ერთგულ, გამძლე, ხილულ და უხილავ პრობლემებგადალახულ პაციენტებს და მოკრებილი და განახლებული ძალებით საჭირო, ახალ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს მათ.

ეს არ იყო ადვილი ორი თვე, არცერთი მხარისთვის. ეს იყო მობილიზაციის, ახალი რესურსების, კონცეფციებისა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ძიების გრძელზე გრძელი გზა, სადაც ადამიანური და ფინანსური რესურსების ჭიდილში გონივრული გამოსავალი უნდა გვეპოვა. სადაც, სამედიცინო საქმიანობის განახლება უამრავ ხილულ და უხილავ პრობლემას უკავშირდება, რომელთა შორის გაძვირებული სერვისების მოლოდინი ერთნაირად მძიმე იყო როგორც პაციენტების, ისე ჩვენთვის.

....და მიუხედავად კლინიკის უკანასკნელი მოთხოვნილების შესაბამისი აღჭურვისა, ჩვენ უპირატესობა ჩვენი პაციენტების შესაძლებლობებისა  და სურვილების გათვალისწინებას მივანიჭეთ,

.....და კლინიკამ საქმიანობა სერვისების გაძვირების გარეშე დაიწყო!

ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ მეგობრებო!

 

ბრძანება