სიახლეები

2021 წლის 14,15,16 მაისს ფარმაცევტულმა კომპანიამ  Azadent Pharma Georgia ლოპოტაზე (თელავი) საინტერესო სემინარი გამართა, სადაც მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები (ექიმი-სტომატოლოგები). კომპანია საქართველოს ბაზარზე 2019 წელს ინტერმედის პირის ღრუს მოვლის საშუალებების ხაზით  შემოვიდა და მალევე ღირსეულად დაიმკვიდრა თავი. სწორედ, პირის ღრუს მოვლის საშუალებების ეფექტიანობას კლინიკურ პრაქტიკაში მიეძღვნა სემინარი. სემინარზე მოხსენებით წარდგა პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე, თემით: „ინტერმედის პროდუქციის გამოყენება პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის კომპლექსში“. აღნიშნულ სემინარს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი,  რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების ექიმი-სტომატოლოგი თამარ თავამაიშვილი, თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პედაგოგი ჯონი ფოცხვერაშვილი ესწრებოდნენ. დიდ მადლობას ვუხდით კომპანია Azadent Pharma Georgia  -ს და ქალბატონ თამუნა ნინიაშვილს ამ არაჩვეულებრივი სამი დღისათვის. (იხ.სურ.)