არაფერია უფრო სასიხარულო, ვიდრე შენს პროფესიაში ან მომავალ პროფესიაში არსებული ლოგიკური ბარიერების გადალახვა, ამიტომ ეს დღე, დღე, როდესაც დიპლომისშემდგომი განათლების, რეზიდენტურის რთულ გრაფიკში წინაკლინიკური წვრთნა და პრაქტიკული უნარების ათვისება მთავრდება, ყველასთვის სასიხარულოა, რეზიდენტებისთვისაც და მათი მასწავლებლებისთვისაც. სულ მალე მომავალი სპეციალისტები კლინიკაში შევლენ და პაციენტთა დამოუკიდებლად მკურნალობას შეუდგებიან. უკან დარჩება შფოთვის, ჩათვლების, გამოცდების და ჩემპიონატების რთული, გრძელი, მაგრამ საინტერესო ეტაპი. ახლა პაციენტებზე ზრუნვის დრო დადგება. ეს პროცესი უნიდენტში ყოველთვის თანაბრად აღელვებდა პედაგოგებს და რეზიდენტებსაც. ამ დღეს სიმბოლურად უნიდენტის ლოგოდატანებული მაისურების გადაცემის დღე დავარქვით. ამ ტრადიციას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩავუყარეთ და დღემდე სიყვარულით და პირველყოფილი ენთუზიით ვაგრძელებთ. კეთილი იყოს ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში უნიდენტის რეზიდენტთა შემობრძანება. დიდება უნიდენტს! (იხ.სურ.)