სიახლეები

პანდემიის პირობებში სასიკეთო ამბებიც ხდება. ამ რთულ პერიოდში, კავკასიის რეგიონის ქვეყნების ვიცე-რეგენტობა დამევალა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (International College Of Dentists- ICD) ევროპის სექციის ხელმძღვანელის მაურო ლაბანკას გადაწყვეტილებით. ჩემი მიზანი ამ ავტორიტეტულ კოლეჯში გასაწევრიანებლად სტომატოლოგთა მოტივირება და ხელშეწყობაა.

2013 წლიდან ICD-ში მოღვაწეობამ ამ დაწესებულების ერთგულება და მისი კეთილი პრინციპების დაცვისთვის ბრძოლა მასწავლა. საქართველოს გუნდს, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების გაერთიანებაში (მე-15 დისტრიქტი) თავისი დამსახურებული ადგილი უჭირავს, ორი ჩემთვის სასურველი წევრი შეემატა: პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი და ექიმი თამარ ჟღენტი. ჩემი წარდგინებით და მე-15 დისტრიქტის რეგენტის სერგეი რადლინსკის მხარდაჭერით, წელს ICD-ის კონგრესის ვირტუალურ ღონისძიებაზე შესაშური პომპეზურობით  ორივე წევრი ICD-ის ოჯახმა მივიღეთ. ვულოცავთ თამარს და მამუკას. (იხ.სურ.)