სიახლეები

2023 წელმა სასიამოვნოდ და ნაყოფიერად შემოაბიჯა უნიდენტში. 31 იანვარს, მას სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი შეემატა. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის  ექიმმა, რეზიდენტთა ლოკალურმა ხელმძღვანელმა თეა ჯანჯალაშვილმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შეფასება სპეციფიკური კლინიკო-ლაბორატორიული მარკერებით. სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მანანა ივერიელი.

უნიდენტის ყველა თანამშრომელი, მისი მეგობრები და კოლეგები ვულოცავთ თეას მისი ცხოვრების ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას და სტომატოლოგიის აკადემიური ხარისხის მინიჭებას. (იხ.სურ.)