2023 წლის 29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით უნიდენტის ექიმი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე ქ. პადუას (იტალია) უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,კუნთისა და მობილობის მედიცინის დღეები’’იმყოფებოდა.
აღნიშნული კონფერენციის სტომატოლოგიის სექციაზე ავთანდილ ბაქრაძე წარდგა მოხსენებით: „საღეჭი კუნთების ელექტროფიზიოლოგიური აქტივობის თავისებურებები პირით სუნთქვის ტიპის ინდივიდებში“.
კონფერეციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სპიკერები, პროფესორები: მაურისიო გონსალეს ბალუტ (მექსიკა), რიკარდო როსატი (იტალია), გაია პელეგრინი (იტალია) და სხვები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია ,,კუნთისა და მობილობის მედიცინის დღეები’’ მედიცინასა და სტომატოლოგიაში არსებული ფუნქციური პრობლემების წარმოშობის, თანამედროვე შეფასებისა და აღმოფხვრის ეფექტური გზების ძიებასა და დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ეძღვნებოდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ავთანდილ ბაქრაძე ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესასწავლად ქ.ვიურცბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა.
3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით განვლილი სტაჟირების ფარგლებში, ავთანდილ ბაქრაძე პროფესორ ანჟელიკა შტელციგაიზენჰაუერის ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით გაეცნო ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვთა ადრეული მკურნალობის თავისებურებებს დამცავი არტაშნების (კაპების) გამოყენებით, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერჯერობით არ არის.
„ვფიქრობ, იტალიასა და გერმანიაში მივლინების პერიოდში შეძენილ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ, როგორც აკადემიურ პროცესში, ისე კლინიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნავს ავთანდილ ბაქრაძე. (იხ.სურ.)