2023 წლის 5,6 მაისსსტომატოლოგიისკლინიკა და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა, უნიდენტმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ და უნიშოფმა, უმასპინძლა კომპანია მიჩერიუმის რეგიონალურ მენეჯერს იანა დოსტალოვას. უნიშოფი, როგორც ამ კომპანიის ოფიციალური დისრტიბუტორი საქართველოში, ინიცირებას უწევდა მიჩერიუმის აღიარებული პროდუქტის Enamel+ -ის ოფიციალურ დარეგისტრირებას საქართველოში, რაც სტომატოლოგებს საშუალებას მისცემთ კბილთა რესტავრირებისას არჩევანი შეაჩერონ დიფერენცირებული გამოყენების, მაღალი ესთეტიკური პარამეტრების მქონე, ნანო-ჰიბრიდულ კომპოზიტზე.
კონფერენციის პირველ დღეს იანა დოსტალოვამ მსმენელებს კომპანიისა და მისი პროდუქტის შესახებ მიმოხილვითი ლექცია წაუკითხა. ასოციაციის წევრმა, თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, უნიდენტის ექიმმა, ნინო კორსანტიამ ფართოდ გააშუქა აღნიშნული მასალის შედგენილობისა და კლინიკური გამოყენების შესახებ.
კონფერენციის მეორე დღეს უნიდენტში 2 მასტერ - კლასი ჩატარდა, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ წინასწარ მომზადებულ მოდელებზე საკუთარი ხელით შეესრულებინათ კბილთა რესტავრაცია. (იხ. სურ.)