2023 წლის 12 და 13 ივნისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის და ამერიკული კომპანია ULTRADENT Products Inc.-ის საქართველოში წარმომადგენლობის მოწვევით და ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია და ვორქშოპი.
12 ივნისს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ბაზაზე, ULTRADENT Products Inc.-ის რეგიონულმა მენეჯერმა ოლგა მენჩნაროვსკამ, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის უმცროსი ექიმებისთვის ჩაატარა ლექცია და ვორქშოპი ULTRADENT-ის წამყვანი პროდუქციების გამოყენებით.
ხოლო 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლისაბონის (პორტუგალია) სტომატოლოგიური სკოლის პროფესორმა,დოქტორ რაფაელ ბიოლკიმ წაიკითხა ლექცია
“ფოტოპოლიმერიზაციის გავლენა და ფოტოინიციატორების მოქმედების თავისებურებები კომპოზიტებისა და კბილთა მათეთრებელი სისტემების კლინიკური გამოყენებისას.” (იხ.სურ.)