ამა წლის 22-24 თებერვალს ქ. ბოლონიაში (იტალია), ჩატარდა იტალიის ენდოდონტიის აკადემიის (AIE) I საერთაშორისო კონგრესი - "Endodontics goes digital" – „ენდოდონტია ხდება ციფრული“.
კონგრესზე იმყოფებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა უსტიაშვილი, კომპანია VDW-სერტიფიცირებული ტრენერი საქართველოში მაია ლომსიანიძე, რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელი მედეა შავლაძე და ექიმი-თერაპევტი თამარ კუთხაშვილი.
კონგრესზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, ესპანეთი): Marco Versiani, Marco Ferrari, Ronald David E. Jaramillo, Josette Camilleri, Elisabetta Cotti და სხვა.
კონგრესის ძირითადი მოხსენებების გარდა, კონგრესის წინ და კონგრესის ბოლოს ჩატარდა ასევე დამატებითი კურსები - The future of endodontic research and its impact on clinical practice - ენდოდონტიური კვლევის მომავალი და მისი გავლენა კლინიკურ პრაქტიკაზე (სპიკერები - Ronald Ordinola Zapata - David E. Jaramillo) და The secrets of bioceramic cements - ბიოკერამიკული ცემენტის საიდუმლოებები (სპიკერი - Adrian Lozano).
ეს იყო სამი არაჩვეულებრივი დღე, სადაც მეტად ინფორმატიულ და საინტერესო პრეზენტაციებთან ერთად, მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. (იხ. სურ.)