სიახლეები

2024 წლის 18 მარტს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრის, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმი-ორთოდონტის, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორის ავთანდილ ბაქრაძის საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“ და მოხდა მის მიერ შექმნილი ვებ-აპლიკაციის „Geoceph.ai“-ის პრეზენტაცია.

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, რეზიდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები.

აღნიშნული ვებ-აპლიკაცია დიდ დახმარებას გაუწევს ექიმ-ორთოდონტებს დაავადებათა დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვაში, მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში. ასევე, გაზრდის ორთოდონტთა მოტივაციას, აითვისონ და პრაქტიკულ საქმიანობაში ფართოდ დანერგონ პაციენტთა გამოკვლევის ისეთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, როგორიც ცეფალომეტრიაა.

საქართველოში შექმნილმა პირველმა ქართულმა ხელოვნურმა ინტელექტმა სტომატოლოგიაში დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა. (იხ. სურ.)

 

https://geoceph.ai