სიახლეები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია სავსებით მხარს უჭერს და ეხმიანება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ახალ რეგულაციებს „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტს“. ყველასთვის ცნობილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან თითოეული ექიმისათვის აუცილებელი იქნება წელიწადში 20 უსგ ქულის დაგროვება, რაც შემდგომ მათ პროფესიულ წვრთნას, ცოდნის ამაღლებას და კლინიკური უნარების დახვეწას შეუწყობს ხელს.
სწორედ, ამიტომ 2024 წლის 19-20 აპრილს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ჩატარდა ორდღიანი ლექცია მასტერ-კლასი (აკრედიტებული უპგ პროგრამა) „ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენება, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პროფილაქტიკა და პირველადი გადაუდებელი დახმარება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“. ლექციები წაიკითხეს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მარინე ბაიდაურმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიურმა დოქტორმა თინათინ გაბრიჭიძემ, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ლია ჯანაშვილმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პორფესორმა თამარ დიდბარიძემ და სერტიფიცირებულმა ტრენერმა ნინო სვანიძემ.
ლექცია მასტერ-კლასს ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმები. (იხ. სურ.)