სიახლეები
OK! საექიმო და აკადემიური გზა – პროფესორ მარინა მამალაძის წარმატებული კარიერა

ექიმობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ერთ დღესაც, სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. მარინა მამალაძის იმდროინდელი სურვილი, შეეცვალა სტომატოლოგის პაციენტებთან მიდგომა, შესრულებულია. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანს არა მხოლოდ თავისი პროფესია, არამედ პაციენტებიც ძალიან უყვარს. პროფესიული არჩევანის გაკეთებიდან დიდი დრო გავიდა და მრავალი წელია თვითონ ასწავლის ახალგაზრდებს სტომატოლოგიას. ერთდროულად ლაღი, ძლიერი, გულისხმიერი და საოცარი ხიბლის მქონე ქალი გვიყვება თავისი წარმატების ამბავს.

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორსა და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის „უნიდენტის“ დირექტორს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტს, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD)  საქართველოს სექტორის რეგენტს, პროფესორ მარინა მამალაძეს.

 

 

სრული სტატია