2024 წლის 21-24 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა ბრესჩიას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კონსულტანტი პროფესორი, იტალიის ორო-ფაციალური ტკივილის საზოგადოების დამფუძნებელი, მილანის თავისუფალი უნივერსიტეტის მასტერ პროგრამისა და სასწავლო კურსის „მარკეტინგი და კომუნიკაცია მედიცინასა და კერძო სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ ავტორი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო ლექტორი და მრავალი სტომატოლოგიური კომპანიის წამყვანი სპიკერი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის მომავალი პრეზიდენტი და სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო საბჭოს კანცლერი, პროფესორი მაურო ლაბანკა.
23 სექტემბერს პროფესორი მაურო ლაბანკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს წარმატებული მომავალი უსურვა. იმავე დღეს პროფესორი მაურო ლაბანკა სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველსემესტრელებს შეხვდა და მათაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა. პროფესორმა ლაბანკამ თავის გამოსვლაში აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლება მომავალი სპეციალისტის ჩამოყალიბების საქმეში.
პროფესორმა მაურო ლაბანკამ ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრი.
24 სექტემბერს დაგეგმილი იყო და წარმატებით ჩატარდა პროფესორ მაურო ლაბანკას ლექცია თემაზე: „წარმოადგენს თუ არა „ადამიანური ფაქტორი“ გართულებების ძირითად მიზეზს სტომატოლოგიაში.“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ტევა არ იყო.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაურო ლაბანკას, როგორც სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო საბჭოს კანცლერსა და ევროპის სექციის მომავალ პრეზიდენტს მასპინძლობდა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპული სექციის მე-16 განყოფილების (District) რეგენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე და ამავე კლინიკის ექიმები: დეა ვადაჭკორია, ნათია ნიჟარაძე, მანანა უსტიაშვილი, ეკატერინე ბეშკენაძე, თეა ჯანჯალაშვილი, მაკა კოპალიანი და თამარ ჟღენტი, აპოლონურუშაძისსახელობისსტომატოლოგიურიკლინიკის ექიმები: ლია სანოძე, ლიკა მინაშვილიდა ქ. ბათუმის სტომატოლოგიური კლინიკა “ნიუ დენტ XXI “ - ეს ექიმი თამარ შავაძე.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაურო ლაბანკაზე საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, კულტურამ და ტრადიციებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. (იხ.სურ.)