წელს ცოტა განსხვავებულად, მაგრამ კვლავაც ხალისიანი განწყობით, ტორტითა და ბუშტებით ჩატარდა უნიდენტში დამკვიდრებული, მრავალი წლის ტრადიციად ქცეული ცერემონიალი - მაისურების გადაცემა, რომელიც დაემთხვა რეზიდენტთა ყოველი ნაკადის ბოლოს დიპლომების გადაცემის ცერემონიალს. ამჯერად დიპლომების გადაცემით გახარებულმა უფროსმა თაობამ თავად გაუზიარა გამოცდილება უმცროს თაობას და პროფესიული გზა დაულოცა მათ. (იხ.სურ.)



