სიახლეები

2-5 აპრილს თბილისს ესტუმრა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო ვიცე პრეზიდენტი, ამავე ორგანიზაციის ევროპის სექციის პრეზიდენტი, პროფესორი მაურო ლაბანკა.

რა თქმა უნდა მას უმასპინძლა ICD- ის ევროპის სექციის მე-16 დისტრიქტმა - საქართველომ.

ამ დღეების განმავლობაში პროფესორთან ერთად მოვინახულეთ საქართველოს ისტორიული ადგილები, ძალისის ნაქალაქარი და შატო მუხრანი, აგრეთვე ვეზიარეთ ქართულ ხელოვნებას ეროვნულ გალერეაში.

ყველა ველოდებით ICD-ის 69-ე წლიურ კონგრესს, რომელიც მილანში 2-5 ივლისს გაიმართება.

ჩვენს გუნდს წელს კონგრესზე 4 ახალი წევრი შეემატება: ჯელო ჩელებაძე, ნინო ჭუჭულაშვილი, თამარ სულაძე და ნინო უსანეთაშვილი. (იხ.სურ.)