სიახლეები

10 ივლისს შედგა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი სტომატოლოგის და რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელის, თამთა ჯიქიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თემაზე ,,ადამიანის სარძევე კბილის პულპიდან მიღებული მეზენქიმური სტრომული უჯრედების გამოყენება კბილის პულპის ვიტალური თერაპიისათვის.

სადისერტაციო თემის ხელმძღვანელი გახლდათ ჩვენივე კლინიკის და თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ნინო ჭიპაშვილი; სამეცნიერო კონსულტანტი კი თსსუ-ის ექსპერიმენტულიდაპრეკლინიკურიანატომიისდეპარტამენტისხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილმა კვლევამ და მიღებულმა შედეგებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საკითხი ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო, როგორიც ბიოინჟინერულ კონცეფციაზე (ღეროვან უჯრედებზე) დაფუძნებული თერაპიით კბილის პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაა.

ვულოცავთ ქალბატონ თამთა ჯიქიას დოქტორის საძიებო ხარისხის წარმატებით მოპოვებას და მის ხელმძღვანელებს, ქალბატონ ნინო ჭიპაშვილსა და ბატონ ზურაბ კაკაბაძეს, წარმატებულ კოლაბორაციას. ჩვენს ძვირფას პაციენტებს და მათ ექიმებს კი ვუსურვებთ ამ მიდგომის სწრაფ დანერგვას მომავლის სტომატოლოგიაში.

რა თქმა უნდა ამ დღის მეორე ნახევარიც დიდი სიხარულით გავატარეთ. (იხ.სურ.)