სიახლეები

2014 წლის 3-7 მარტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სამედიცინო განათლების ცენტრში ჩატარდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) შემფასებლების ტრენინგი. ტრენინგის მიზანი იყო გამოცდის ჩატარების სრულყოფა და უნიფიცირება და ამასთანავე სტუდენტთა მიერ მიღებული შეფასებების ადეკვატური სტატისტიკური დამუშავება.

ვიზიტის ფარგლებში მარინა მამალაძეს ჰქონდა შეხვედრები ლიდსის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც  მან ისაუბრა ანალოგიური პროცესების წარმართვაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტში.

ეს, მარინა მამალაძის მეორე ვიზიტია ლიდსის უნივერსიტეტში და ამჯერად მას საშუალება მიეცა ესაუბრა კოლეგებთან ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის სარგებლიანობაზე და გამოსაცდელი კონტინგენტის გამოხმაურებაზე, როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომის შემდგომ სწავლებაში.

ქართული სამედიცინო განათლების წარმატების ამსახველი იყო ის სერტიფიკატი, რომელიც გადაეცა მარინა მამალაძეს და რითაც იგი უფლებამოსილია სასწავლო ტრენინგები ჩაატაროს სხვადასხვა ქვეყანაში. (იხ. სურ.)

სამედიცინო ექსპერტად აღიარება სტომატოლოგიის საგანმანათლებლო სკოლის დიდი აღიარებაა, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს.

2014-03-0707 მარტი 2014