სიახლეები

გრძელდება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ ინიცირებული პროგრამა - "სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით". ამჯერად ღონისძიება ჩატარდება ქ.გორში. ჩვენი მასპინძლობის სურვილი გამოთქვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სტომატოლოგიის კლინიკა "BL DENT"-მა. კონფერენცია 5-6 აპრილს ჩატარდება. ბუნებრივია პროფესიული ასოციაცია (მათ შორის უნიდენტის ექიმები) ტრადიციას არ უღალატებს და პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის საჩვენებელი მასტერ-კლასები მოეწყობა.