სიახლეები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის, პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტები, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულ ასოციაციასთან ერთად აგრძელებენ სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციების ციკლს „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“, რომელიც 2013 წლის დეკემბერში დაიწყო.

5-6 აპრილს ქართლის ტური გაიმართა. კონფერენციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. (იხ. სურ.).

კონფერენციას დაესწრო 130 სტომატოლოგი ქართლის სხვადასხვა რეგიონიდან (იხ. სურ.). კონფერენცია გახსნა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა პროფესორმა მარინა მამალაძემ. მანვე წარმოადგინა მოხსენება „კომპოზიციური საბჟენი მასალებით კბილთა რესტავრირების ფილოსოფია და რეალური შესაძლებლობები.“ (იხ. სურ.).

პროფესორმა მანანა ივერიელმა გააშუქა საკითხი, რომელიც ენის დაავადებებს შეეხო - „ორგანიზმის ცალკეული ორგანოს და ორგანოთა სისტემის დაავადებათა გამოვლინება ენაზე.“ (იხ. სურ.).

პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა ისაუბრა „ადგილობრივი ანესთეზიები ამბულატორიულ სტომატოლოგიაში: რისკები და წარმატებები.“  (იხ. სურ.)

ასოცირებული პროფესორის, ნინო აბაშიძის პრეზენტაცია აშუქებდა შემდეგ საკითხებს „სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი და მისი მკურნალობის მეთოდები.“ (იხ. სურ.)

ჩვენი კონფერენციის უცვლელი სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული ფირმები: „Alpen Pharma“ და „GEA“.

შესაბამისად, სტომატოლოგიაში ტრახისანისა და ხოლისალის გამოყენებაზე ისაუბრეს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ჯაშმა და ასისტენტ-პროფესორმა ხატია გოგიშვილმა (იხ. სურ.).

კონფერენციის პირველმა დღემ 6 საათს გასტანა და მან ქართლის რეგიონის სტომატოლოგთა დიდი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა (იხ. სურ.).

კონფერენციის მეორე დღე ტრადიციისადმი მასტერ-კლასებს დაეთმო, რომელიც სტომატოლოგიის კლინიკა „BL Dent“-ში ჩატარდა. (იხ. სურ.). მასტერ-კლასები ჩაატარეს:

  • ექიმებმა თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა (საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი). (იხ. სურ.).
  • ექიმებმა მაია ლომსიანიძემ და მაკა კოპალიანმა (საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი). (იხ. სურ.).
  • ექიმებმა თეა ჯანჯალაშვილმა და ლიკა სანოძემ (საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი). (იხ. სურ.).
  • პროფესორმა მანანა ივერიელმა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია). (იხ. სურ.).

მასტერ-კლასების პარალელურად 6 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიაში შედგა პროფესორების მარინა მამალაძის და ნინო ჭიპაშვილის შეხვედრა  კონფერენციის მონაწილეებთან. ამ შეხვედრაზე დაისვა მრავალი პრაქტიკული შეკითხვა და განხილულ იქნა ამბულატორიული სტომატოლოგიის მრავალი აქტუალური საკითხი.

ჩვენთვის განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელი იყო ჩვენი კლინიკის - სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის პაციენტის ნინო ყანჩაველის სიურპრიზი - სადღესასწაულო ტორტი, რომელსაც კლინიკის სახელწოდება ამშვენებდა. (იხ. სურ.).