სიახლეები

2014 წლის 6 მაისს კომპანია დენტალმარკეტის მოწვევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი უნიდენტი უმასპინძლებს კომპანია MICERIUM SPA-ს (იტალია) წარმომადგენელს იანა დოსტალოვას.

ლექცია: „ახალი ჰორიზონტები კომპოზიციურ მასალებში - სტომატოლოგიურ კაბინეტებსა და ლაბორატორიებში გამოყენებული სტომატოლოგიური მასალებისა და მუშაობის ტექნიკის არჩევანის უპირატესობა“.

სამუშაო ენა - ინგლისური (თარგმანი - ქართულად).

ლექცია ჩატარდება 6 მაისს, 10:00 სთ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის აუდიტორიაში (ვაჟა ფშაველას გამზირი N 33, I სართული). (იხ სურ)