სიახლეები

2014 წლის 6 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, კომპანია „დენტალმარკეტის“ მოწვევით იტალიელი სტუმარი, ცნობილი  სტომატოლოგიური კორპორაციის „მიჩერიუმის“ რეგიონალური მენეჯერი,  იანა დოსტალოვა ეწვია. (იხ. სურ.)  ლექციას, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციასიის წევრებთან, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმებსა და რეზიდენტებთან ერთად 230 სტომატოლოგი ესწრებოდა. პრეზენტაციისადმი ინტერესი, რომელიც ახალი სარესტავრაციო მასალის წარდგენას ეძღვნებოდა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების და ახალგაზრდა სტომატოლოგების მხრიდან, იმდენად დიდი იყო, რომ თსსუ–ის სადისერტაციო დარბაზში მსმენელების დატევა გაჭირდა. (იხ. სურ.)

პრეზენტაცია გახსნა (იხ. სურ.) საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა,  სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორმა , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ  წარმოდგენილი ახალი მასალა, რევოლუციური მინანქარი HRi, ძალიან დიდი გარდატეხის მომტანია ოდონტოლოგიაში. ეს მასალა კბილის ნატურალური ემალის იმიტირებას ახდენს. მისი ავტორი მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის მეტრი, პროფესორი ლორენცო ვანინია. ეს ბჟენი, „ENAMEL PLUS HRi“ მისი ფილოსოფიით შეიქმნა და უზრუნველყოფს, რომ  დაბჟენილ კბილს სწორედ ისეთივე სიცოცხლე ჰქონდეს, როგორც ბუნებრივ, ჯანსაღ ემალს, ატარებდეს და გარდატეხდეს სხივებს და ჰქონდეს ნატურალური ბზინვარება და იერი.

ყველაზე მეტად სასიხარულოა, რომ კორპორაცია გეგმავს ნოვაციას, რაც არასდროს განხორციელებულა ადრე.  არცერთ ცნობილ ფირმას არ მოუნდომებია, დაესპონსორებინა სტუდენტური პრაქტიკული  საქმიანობა. მომავალში იგეგმება სტუდენტური ჩემპიონატი, რომელიც “Enamel Plus”-ით რესტავრირებაში საუკეთესოს გამოავლენს.